ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის მშენებლობა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული შენელება იყო, თუმცა ეს ეკონომიკური ვარდნა არ ყოფილა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა “ტელეიმედის“ გადაცემაში “დიდი პოლიტიკა“ საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, არსებულმა მთავრობამ ეკონომიკის რეალური გაჯანსაღება და მშენებლობა დაიწყო, რამაც ეფექტური შედეგები უკვე მოიტანა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, წელს საქართველოში ეკონომიკა 6, 3 პროცენტით გაიზრდება. “ჩვენ რეალურად დავიწყეთ ეკონომიკის მშენებლობა და ჩვენ მიერ წარმოებული პოლიტიკა, მართლაც, ეფექტურია. ჩვენ უკვე გვაქვს ეფექტური შედეგები. მსოფლიო ბანკისა და ამ სფეროში კომპეტენტური ორგანიზაციების შეფასებით, წელს საქართველოში ეკონომიკის 6, 3 -პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი. ჩვენ 5 პროცენტს ვვარაუდობდით, თუმცა, როგორც ეს ორგანიზაციები აცხადებენ, ეკონომიკის 6- პროცენტიანი ზრდა აბსოლუტურად რეალურია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ყოფილი ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ როგორც ყველა სხვა სფეროში, ამ მიმართულებითაც “ნაციონალური მოძრაობა“ ფასადურ პოლიტიკას ეწეოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არანორმალური პოლიტიკა წარმოებდა. ისინი რეალურ ეკონომიკას არ აშენებდნენ. მაგალითად ავიღოთ ადგილობრივი წარმოება, რომლიც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაანადგურა, ეკონომიკის 80% იმპორტირებულ საქონელზეა დამოკიდებული. ეკონომიკის ნებისმიერი დარგი აიღეთ, რა ხდება რეგიონებში, სოფლის მეურნეობაში რა ხდებოდა. ისინი ხელოვნური სტიმულატორებით, ციფრებით მანიპულირებდნენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები