ვიეტნამში პირველი "მაკდონალდსი" გაიხსნა

   ამერიკული სწრაფის კვების ობიექტმა “მაკდონალდსმა”, ვიეტნამის ომის დასრულებიდან თითქმის ორმოცი წლის შემდეგ, პირველი ობიექტი გახსნა. მან კონკურენტ რესტორნებს: “ბურგერ კინგს” და “სტარბაქს” მიბაძა. 1990 წლიდან მოყოლებული რეფორმების წყალობით, ვიეტნამი მსოფლიო საერთაშორისო მსხვილი კომპანიებისთვის პერსპექტიული ადგილი გახდა ბიზნესის დასაწყებად. ქალაქ ხოშიმინში “მაკდონალდსის” გახსნისთანავე ადგილობრივი მაცხოვრებლების გრძელი რიგი დადგა, რათა პირველებს გაესინჯათ ამერიკული ფასტ-ფუდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები