უკრაინა და პოლონეთი მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე კომპრომისის მოძებნაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და პოლონეთი მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით კომპრომისის მოძებნაზე შეთანხმდნენ. მხარეები ვარაუდობენ, რომ კომპრომისს კვირის ბოლომდე მიაღწევენ.

მარცვლეულის ექსპორტის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა ნიკოლაი სოლსკიმ და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონური მხარე შეისწავლის უკრაინის საექსპორტო გეგმას და მოამზადებს საკუთარ წინადადებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები