ლევან იზორია: საპოლიციო რეიდები პრევენციულ ღონისძიებებს ემსახურება
რეიდების შედეგები ძალიან კარგია საზოგადოება პოზიტიურად და დადებითად აღიქვამს“ შსს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ე.წ. რეიდებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ “საპოლიციო კონტროლი” აუცილებელია.
“ეს არ არის რეიდები, როგორც საბჭოთა რეალობისთვის იყო ცნობილი, არ არის 20 წლის განმავლობაში ძველ პოლიციის შესახებ კანონში ჩარჩენილი რეგულაცია. ეს არის სრულიად ახალი, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ამ რეგულაციის შემოღების დროს ხანგრძლივი დებატები გვქონდა პარლამენტში, რათა მომხდარიყო ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვა. ეს ღონისძიება ემსახურება პრევენციულ ღონისძიებებს მიმართულს მოქალაქეთა დაცვის მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული ყველანაირი დანაშაული და სამართალდარღვევა. პოლიციელები ამ ღონისძიებას მაქსიმალური სიზუსტით და კანონის დაცვით ასრულებენ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.