ოკუპირებული გაგრის რაიონში რუსი ტურისტი ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელ ალახაძთან ზღვაში რუსი ტურისტი – იგორ რიაბჩიკოვი  დაიხრჩო.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინება 51 წლის მამაკაცის ნათესავებისგან 17 სექტემბერს მიიღეს.

შემთხვევის ადგილზე მაშველები მივიდნენ და მყვინთავებმა დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები