ლანჩხუთის მერი: პრემიერმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, მინდა – მადლობა გადავუხადო მას ამისთვის

ლანჩხუთის მერი – ალექსანდრე სარიშვილი, მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად, სტიქიის ზონაში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა,
რომლებიც სხვადასხვა სასტუმროში არიან განთავსებული.

“საქართველოს პრემიერმინისტრმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამისთვის. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხო ადგილას განთავსება. ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.

ბოლო მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯამურად, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 204 ოჯახი, სასტუმროებში კი -161.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები