გულითადად ვულოცავ ებრაელ ერს როშ ჰაშანას, ახალი წლის დადგომას – დაე, ეს წელი თითოეული თქვენგანისა და მთელი მსოფლიოსათვის იყოს მშვიდობის, სიკეთის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი – სალომე ზურაბიშვილი 

“გულითადად ვულოცავ ებრაელ ერს როშ ჰაშანას – ახალი წლის დადგომას. ეს დღე, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სამყაროს შექმნას, თითოეული ებრაელისათვის არის განვლილი წლის შეჯამებისა და მომავლის იმედის დღესასწაული”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

“განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს – ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, რომლებთანაც მრავალი საუკუნის ძმური თანაცხოვრება გვაკავშირებს. ვუერთდები თქვენს სიხარულს, დაე, ეს წელი თითოეული თქვენგანისა და მთელი მსოფლიოსათვის იყოს მშვიდობის, სიკეთის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

 

~

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები