უკრაინელმა სამხედროებმა ანდრიევკაზე კონტროლი დაიბრუნეს
უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან მდებარე დასახლება ანდრიევკაზე კონტროლი დაიბრუნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გენერალური შტაბი ავრცელებს.
„შეტევითი ოპერაციების დროს თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივი წარმატება მიაღწიეს კლეშჩეევკას რაიონში. თავდასხმის დროს ანდრიევკა დაიკავეს“, – ნათქვამია ანგარიშში.
კლეშჩეევკა და ანდრიევკა, რომლებიც რუსი ოკუპანტების აგრესიის შედეგად ნანგრევებად არის ქცეული, ბახმუტის ნანგრევებიდან სამხრეთით, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობენ.