ოზურგეთის მერმა სტიქიით დაზარალებული ოჯახები მოინახულა (ფოტოგალერეა)

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნათია გოლიაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სტიქიით დაზარალებული ოჯახები მოინახულა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„არავის დავტოვებთ ზრუნვის და ყურადღების გარეშე, სტიქიის შედეგების პირისპირ. დაზარალებული ოჯახები, რომლებიც სასტუმროში განვათავსეთ, დღეს ერთად მოვინახულეთ. მივუტანეთ პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები და მათ საჭიროებებს ადგილზე გავეცანით“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამ დროის მონაცემებით, სულ 384 ოჯახია გადაყვანილი უსაფრთხო ადგილზე – აქედან 310 ნათესავთან, ხოლო 74 სასტუმროში იმყოფება. გეოლოგების მიერ შემოწმდა 249 საცხოვრებელი სახლი – აქედან განსახლებას 125 ოჯახი ექვემდებარება. ჰუმანიტარული დახმარება დაურიგდა 1020 ოჯახს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები