ანსამბლ „ერისიონის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაუმჯობესდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის „ერისიონს“ მიეცა შესაძლებლობა, შეეძინა ისეთი ტექნიკური ინვენტარი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ხმის სისტემები და დამხმარე საშუალებები, რომლებიც ანსამბლს აქამდე არ გააჩნდა.
„კულტურის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ყველა იმ მნიშვნელოვან წამოწყებასა თუ პროექტში, რაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის და მათი შემოქმედებითი პროცესისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გარდა ტექნიკური საშუალებებისა კულტურის სამინისტროსგან „ერისიონს“ (და არა მხოლოდ ერისიონს) საჩუქრად 61 ერთეული ტრადიციული სასცენო სამოსი გადაეცა. აღნიშნული მიმართულებით სამინისტრო დღესაც აგრძელებს ანსამბლის დახმარებას.
„ერისიონი“ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს ამ შესანიშნავი პროექტების განხორციელებისთვის“, – ნათქვამია „ერისიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.