კულტურის სამინისტრო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს წარმატებას ულოცავს.
კაიროში, ექსპერიმენტული თეატრების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, 6 და 7 სექტემბერს „ოტელოს“ ჩვენება გაიმართა; რასაც მოჰყვა სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორების – დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გიორგი მარღანიას – დაჯილდოება საუკეთესო რეჟისურისთვის.

„თეატრს ჯერ კიდევ შესწევს ძალა შთაბეჭდილება მოახდინოს მაყურებელზე და მან, ენობრივი ბარიერის მიუხედავად, რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოხატოს ოვაციები. ეს იყო სიურპრიზი, ზღაპრული და დიადი. თოჯინები და მსახიობები ნიუანსურად, ჰარმონიულად ერწყმოდნენ ერთმანეთს. თავად თოჯინა იყო მსახიობი! ქართველების მიერ წარმოდგენილი „ოტელო“ გასაოცარი, შემოქმედებითი, ზღაპრული, ძალიან თამამი და ჭკვიანური ხედვით დადგმული სპექტაკლია“, – ასე შეაფასა ეგვიპტელმა დრამატურგმა ისრა მაჰბუბმა სპექტაკლი.
„ოტელო“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით დაიდგა. სპექტაკლის პრემიერა კი 2022 წელს შედგა. „ოტელო“ თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზია. სპექტაკლი მიეძღვნა კოტე მარჯანიშვილის 150-ე და პეტრე ოცხელის 115-ე წლისთავს.