„დიდება დედოფალს“ – ფილმის ჩვენება საქართველოს იმ ქალაქებსა და სოფლებში გაიმართება, საიდანაც წარმოშობით არიან მთავარი გმირები

19-იდან 28 სექტემბრამდე, 18:00 საათზე, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „დიდება დედოფალს“ ჩვენება. ინფორმაციას ფილმის რეჟისორი თათია სხირტლაძე ავრცელებს ფეისბუქის გვერდზე.
„ყველას, ვისაც ჯერ არ გინახავთ და გაინტერესებთ, ან მათ ვისაც გინახავთ და კიდევ ნახავდით, 19-დან 28 სექტემბრამდე, საქართველოში ავსტრიის საელჩოს ეგიდითა და ხელშეწყობით, ტარდება ჩემი დოკუმენტური ფილმის „დიდება დედოფალს” ჩვენება საქართველოს იმ ქალაქებსა და რეგიონებში, საიდანაც წარმოშობით არიან ფილმის მთავარი გმირები: ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდია, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და ასევე ფილმში მონაწილე მათი მოსახელეები.
ფილმს ვუჩვენებთ ბათუმსა და თბილისშიც და ჩვენების შემდეგ შედგება საუბარი ფილმის ერთ-ერთ გმირთან ან გმირებთან და მიწვეულ სტუმართან ქალთა გაძლიერების თემატიკის და ისტორიულ ჭრილში“.

განრიგი:
19.09. მესტია, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ავთანდილ იოსელიანის ქ. №7;
20.09. ზუგდიდი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ი. მეუნარგიას ქ. №6;
21.09. ფოთი, ვალერიან გუნის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი, რუსთაველის რკალი N10;
22.09. ბათუმი, ბათუმის დრამატული თეატრი, შოთა რუსთაველის ქ. №1;
23.09. სამტრედია, დარბაზი „გარიჟრაჟი’’, გეგეშიძის ქ.№3;
24.09. ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სააქტო დარბაზი, თამარ მეფის ქ. №59;
26.09. თბილისი, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი, პეკინის გამზირი №40;
27.09. დუისი, დუისის საგანმანათლებლო ცენტრი (კლუბი);
28.09. თელავი, შატო შუხმანი, კისისხევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები