დანია უკრაინას 833 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

FILE PHOTO: Christiansborg Palace is lit in the colours of the Ukrainian flag to show support to Ukraine on the one-year anniversary of Russia's invasion, in Copenhagen, Denmark February 24, 2023. Ritzau Scanpix/Mads Claus Rasmussen via REUTERS

დანია უკრაინას 5,8 მილიარდი დანიური კრონის (833 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, სატანკო საბრძოლო მასალას და საზენიტო იარაღს.

სრული თანხა სამ რაუნდად არის განაწილებული. მათგან 4,3 მილიარდი წელს, 1,4 მილიარდი 2024 წელს და 52 მილიონი 2025 წელს იქნება გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინისთვის დანიის მიერ გაცემული მეთორმეტე უდიდესი დახმარების პაკეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები