„ახლო მომავალში გვექნება საშუალება, ოჯახებს ვამცნოთ პოზიტიური ამბავი“ – ირაკლი ანთაძის თქმით, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება.

მისი თქმით, ერგნეთში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

„არ ვისაუბრებ დეტალებზე ახლა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ახლო მომავალში გვექნება საშუალება ოჯახებს ვამცნოთ გარკვეული პოზიტიური ამბავი მათ ბედთან დაკავშირებით“, – განუცხადა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის განმავლობაში უკანონანო ე.წ ბორდერიზაციის 28 შემთხვევა დაფიქსირდა.

„დაფიქსირდა კიდევ ერთხელ აქტიური პროტესტი და მიუღებლობა ვინაიდან ეს პროცესი ძირეულად ლახავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და ყოველდღიური რისკის ქვეშ არის მათი სიცოცხე და ჯანმრთელობა. ოპონენტის პოზიცია ცნობილია და აქ ძირეული პროგრესი არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები