თბილისში მუსიკალური ფესტივალი – „შემოდგომის თბილისი” გაიმართება
17 სექტემბრიდან, რიგით 31-ე მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი” თბილისის სიმფონიური ორკესტრის 30 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 17 სექტემბერს, 19:30 საათზე, ფესტივალი სიმფონიური მუსიკის კონცერტით გაიხსნება.
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი (დირიჟორი: ვახტანგ კახიძე, სოლისტი: ვადიმ რეპინი (ვიოლინო).
პროგრამაშია: დ.შოსტაკოვიჩი – „საზეიმო უვერტიურა”;
დ. შოსტაკოვიჩი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის N1ვ.კახიძე – სიმფონიური სუიტა ბალეტიდან „ამორძალები“.
23 სექტემბერი – სიმფონიური მუსიკის კონცერტი (19:30);
27 სექტემბერი – საგუნდო მუსიკის კონცერტი (19:30);
28 სექტემბერი – სიმფონიური მუსიკის კონცერტი (19:30);
7 ოქტომბერი – საოპერო მუსიკის კონცერტი (19:30).