“ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით” – ირაკლი კობახიძე

„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დადება, მანამდე იყო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რაზეც მიღწეულ იქნა შეთანხმება. ძალიან კარგი მიმართულებით მივდივართ, ღრმავდება თანამშრომლობა ეს ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. სტრატეგიული პარტნიორობა მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებსაც აქვთ ჩინეთთან. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, სწორედ გლობალური ომის პარტიაა, თავისი აგენტურით.

მხოლოდ ისინი ღელავენ ამასთან დაკავშირებით, რადგან იციან, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე, მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგების მომტანი. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს რომ ასე ღელავს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ასევე ღელავენ მათი პატრონებიც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები