“საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუ არ გავხსნით მეორე ფრონტს, ეს არის პოდოლიაკის ოცნება” – ირაკლი კობახიძე

„საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუ არ გავხსნით მეორე ფრონტს, ეს არის პოდოლიაკის ოცნება, რაზეც საუბრობდა არაერთგზის“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პოდოლიაკს უნდა საქართველოში მეორე ფრონტი, თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, მათ ჰგონიათ, რომ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის პოდოლიაკის ფიქრები. ჩვენ სხვა მიზნები და სხვა დღის წესრიგი გვამოძრავებს. არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში და კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ. ეს არის ჩვენი მიზანი“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები