“გააჩნია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერის სანაცვლოდ ჩვენ რას შემოგვთავაზებენ, ის ხალხი არ ვართ, ვისაც „ქოცები“ შეევაჭრებიან, ბევრად იაფი ჯდებიან ჩვენი კოლეგები” – იაგო ხვიჩია

„ვინც პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ სიით შემოვიდა, თუ მათზე იტყვი, რომ სხვა ხალხია და „ნაცმოძრაობად“ არ განმარტავ, მაშინ შეიძლება, „ნაცმოძრაობა“ ყველაზე მოუსყიდველი პარტია იყოს დედამიწაზე, მაგრამ თუ პირიქითაა, მაშინ იმპიჩმენტის მხარდაჭერა დამოკიდებულია იმაზე, რამდენს გადაიხდიან“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„მხარდაჭერის სანაცვლოდ, ჩვენ გააჩნია, რას შემოგვთავაზებენ. თუ თავისუფალ სასამართლოს შემოგვთავაზებენ, ყველაფერს დავუჭერ მხარს. დღევანდელ კონტექსტში, ის ხალხი არ ვართ, ვისაც „ქოცები“ შეევაჭრებიან. ბევრად იაფი ჯდებიან ჩვენი კოლეგები, ვიდრე ჩვენ. ამ შემთხვევაში სააკაშვილის ფასი ცოტა მეძვირება, რადგან თუ გამოუშვებენ, მაშინ მხარს არ დაუჭერენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები