კალიგრაფიის სკოლის გამოფენა გაიმართება
15 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია კალიგრაფიის სკოლის, დავით მაისურაძის საავტორო კურსის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
ლიტერატურის მუზეუმის ინფორმაციით, დავით მაისურაძის ოთხთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს კურსის საბოლოო კალიგრაფიული ნამუშევრები და წარუდგენენ ფართო საზოგადოებას.
გამოფენა იმართება ერთი დღით, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.