„ნაფიქრალი“ – ელენე რამიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

15 სექტემბერს,19:00 საათზე, ხელოვნების სასახლე უმასპინძლებს ელენე რამიშვილის პერსონალურ გამოფენას  –  „ნაფიქრალი “.
ელენე რამიშვილი – მხატვართა კავშირის წევრია,  იგი ბავშვობიდან ქმნის დიდი განცდებისა თუ ემოციების მატარებელ კომპოზიციებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის მიერ შერეული ტექნიკით შესრულებული 50-ზე მეტი ნამუშევარი. თითოეული ნივთი გამოირჩევა საკუთარი კონცეფციით და განსაკუთრებული ისტორიით, რომელიც ნამუშევარს საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.
მხატვარი მნახველს უბიძგებს, არა მხოლოდ ნივთების არტისტული ღირებულებით დატკბნენ, არამედ დაფიქრდნენ იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რასაც ესა თუ ის ნამუშევარი უსვამს ხაზს.  ნახატებთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქუდები, ყელსაბამები და სამაჯურები…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები