ბრუნო მარსი თბილისში კონცერტს გამართავს
1-ელ ოქტომბერს, 21:00 საათზე, თბილისში კონცერტს გამართავს 15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი – ბრუნო მარსი.
„დინამო არენაზე დაუვიწყარ შოუს გპირდებით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ბრუნო მარსი თბილისს Starring Georgia-ს ფარგლებში ეწვევა. იგი თანამედროვე შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია.
პოპმუსიკის, R&B, ფანქის და სოულის სინთეზით, ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელი შემოქმედი გახდა. ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით, ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა.
ცნობისათვის: Starring Georgia 2-წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებშიც საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream.