საქართველოს საკონკურსო ფილმი „ოსკარის“ ნომინაციაზე 14 სექტემბერს გამოვლინდება

საქართველოს საკონკურსო ფილმი „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე 14 სექტემბერს გამოვლინდება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ამერიკის კინოაკადემიის 2024 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმის შერჩევის პროცედურა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 12 აგვისტოს დაიწყო. ქართველ კინემატოგრაფისტებს განცხადების შემოტანა 1-ელი სექტემბრის (18:00 საათამდე) ჩათვლით შეეძლოთ.
წელს საქართველოს საკონკურსო ფილმის სტატუსის მოპოვებას ოთხი ქართული ფილმი ეცდება:
„გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“ – რეჟისორი ლელა წიფურია;
„მოქალაქე წმინდანი“ – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი;
„მშვენიერი ელენე“ – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
„შაშვი, შაშვი, მაყვალი“ – რეჟისორი ელენე ნავერიანი.
14 სექტემბერს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულ ფილმს, რომელიც წელს „ოსკარზე“ საქართველოს საკონკურსო ფილმი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები