ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ – “საქართველოს” პირველი მონაწილეები თბილისში არიან

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ – საქართველოს პირველი მონაწილეები უკვე თბილისში არიან. ფესტივლის ორგანიზატორების ინფორმაციით, იტალიური ანსამბლ ” დ’ალტროკანტო დუო ” – ს წევრები გუშინ ჩამოვიდნენ.

მათივე ცნობით, იტალია ერთ-ერთია , იმ ხუთი ევროპული ქვეყნიდან, რომლის ფოლკლორულ ანსამბლებს საერთაშორისო ფესტივალი 18 – 22 სექტემბერს თბილისსა და ახალციხეში უმასპინძლებს.

“ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველო უკვე მეოთხედ იმართება. ევროპის ხუთი ქვეყნის იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის და ფინეთის წარმომადგენელი ფოლკლორული ანსამბლები საქართველოში კონცერტებს გამართავენ. მოწვეული ანსამბლების უმრავლესობას სახელწოდებაც ქართული აქვთ და მრავალხმიან ქართულ ხალხურ სიმღერებს წლებია სწავლობენ და ასრულებენ. ანსამბლი ” მასპინძელი” დიდი ბრიტანეთიდან, ” დ’ალტროკანტო დუო ” იტალიიდან, ” მეზობლები” ბელგიიდან, “ტევრი” ფინეთიდან და “საქართველო” ნიდერლანდებიდან სამ კონცერტს გამართავს.

ფესტივალის გახსნა 19 სექტემბერს ახალციხის ციხეზე ღია ცის ქვეშაა დაგეგმილი. სტუმრები სამცხე- ჯავახეთში სამ დღეს დარჩებიან და ადგილობრივ ფოლკლორს, არქიტექტურას და კულინარიას გაიცნობენ. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი გალა -კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მონაწილეები მესხეთში შესწავლილ ქართულ ხალხურ სიმღერას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სცენაზე ერთობლივად შეასრულებენ. საერთაშორისო ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ქართული ანსამბლები : “ბასიანი” , “დიდგორი”, “იალონი “, “ადილეი “, “მარგალიტი” , ” შილდა” , ” მესხეთი” და “ლალხორი”, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები