ფესტივალ „ღამის სერენადებს“ კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს
XV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ სამ კონცერტს კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.
22 სექტემბერი, 20:00 საათი
ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია;
ვერიკო ჭუმბურიძე – ვიოლინო, საქართველო/თურქეთი;
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.
პროგრამა:
ჯუზეპე ვერდი – „ბედის ძალა“ – უვერტიურა;
ჯაკომო პუჩინი – „მანონ ლესკო“ – ინტერმეცო;
ჯოაკინო როსინი – ვილჰელმ ტელი – უვერტიურა;
უმბერტო ჯორდანო – „ფედორა“ – უვერტიურა;
პიეტრო მასკანი – „მეგობარი ფრიცი“ – ინტერმეცო;
პეტრე ჩაიკოვსკი – სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ.35.
23 სექტემბერი, 20:00 საათი
ანტი სიირალა – ფორტეპიანო, გერმანია/ფინეთი.
პროგრამა:
იოზეფ ჰაიდნის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, იოჰანეს ბრამსის და რობერტ შუმანის საფორტეპიანო ნაწარმოებები.
24 სექტემბერი, 20:00 საათი
ლაურა მარზადორი – ვიოლინო, იტალია;
ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“;
ორკესტრის კონცერტმაისტერი – ლელა მჭედლიძე.
პროგრამა:
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – სავიოლინო კონცერტი N3 სოლ მაჟორი, K.216;
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – სავიოლინო კონცერტი N5 ლა მაჟორი, K. 219;
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – რონდო დო მაჟორი, K. 373;
ნიკოლო პაგანინი – კაპრისი N24 ლა მინორი.
XV საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 22 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. ფესტივალი 22 აგვისტოს ბორჯომში გაიხსნა, 24 და 25 აგვისტოს ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გადაინაცვლა. 22 სექტემბრიდან კი ფესტივალი თბილისში დაიწყება.