ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვინდა ჯანსაღად, სრულად დაკომპლექტებული ცესკო იმისთვის, რომ დაბრკოლება არ შეექმნას საპარლამენტო არჩევნების სათანადოდ ჩატარება

ჩვენ გვინდა ჯანსაღად, სრულად დაკომპლექტებული ცესკო იმისთვის, რომ დაბრკოლება არ შეექმნას საპარლამენტო არჩევნების სათანადოდ ჩატარებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება სათანადო წესით სრულად დაკომპლექტებული ცესკო იმისთვის, რომ სათანადოდ ჩატარდეს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ და წევრებმა, ძალიან ღირსეულად ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის და არაერთი შუალედური არჩევნები, ამ კანდიდატურებს მაინც არ დაუჭირა მხარი რადიკალურმა ოპოზიციამ, რაც მათ მიზნებზე მეტყველებს. მათ სურთ, რომ „ცესკო“ არ იყოს სრულად დაკომპლექტებული. ჩვენი მიზანია საპირისპირო. ჩვენ გვინდა ჯანსაღად, სრულად დაკომპლექტებული „ცესკო“ იმისთვის, რომ დაბრკოლება არ შეექმნას საპარლამენტო არჩევნების სათანადოდ ჩატარებას“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები