დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეგროვებული ხელმოწერები პარლამენტშია. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს, რის შემდეგაც დოკუმენტაცია უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება. სასამართლომ კი გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს.
ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის„ იმედით, დაარღვია კონსტიტუცია და მას აქვს გარანტია, რომ რადიკალები მის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს მხარს არ დაუჭერენ.