"პრესის თავისუფლების ინდექსში" საქართველომ მდგომარეობა 17 პოზიციით გაიუმჯობესა

  საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ანგარიშში საქართველო 180 ქვეყანას შორის 84-ე ადგილზეა – ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
ამასთან,” 2014 წლის “პრესის თავისუფლების ინდექსში”საქართველომ, გასულ წელთან შედარებით, მდგომარეობა 17 პოზიციით გაიუმჯობესა. “2013 წელს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები ნაკლები დაძაბულობით გამოირჩეოდა, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და სიძულვილის კამპანიას”, – ნათქვამია “რეპორტიორი საზღვრებს გარეშე” ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომდევნო წლებში საქართველოსთვის კვლავაც პრობლემური იქნება მედიის პოლარიზაცია.
“რეპორტიორი საზღვრებს გარეშე” ინდექსის მონაცემებით, პრესის თავისუფლების მხრივ პირველები ფინეთი, ნიდერლანდები და ნორვეგია არიან. პრესის თავისუფლების მხრივ, ყველაზე სავალალო მდგომარეობა, ჩრდილოეთ კორეაში, ერითრეაში და თურქემენეთშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები