გაბრიელ ჯაბუშანურის ხსოვნის საღამო გაიმართება

11 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრში, ქართველი პოეტის – გაბრიელ ჯაბუშანურის ხსოვნის საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებები 16:30 საათიდან დაიწყება.
16:30-17:30 – პოეტის საფლავის მონახულება დიდუბის პანთეონში;
18:00-19:30 – გაბრიელ ჯაბუშანურის დაბადების 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო (პოეტის შემოქმედების ნიმუშების წაკითხვა ქართულ და ინგუშურ ენებზე).
მუსიკალური გაფორმება: პოეტის ლექსებზე შექმნილ და მისდამი მიძღვნილ სიმღერებს შეასრულებს მომღერალი, ინსტუმენტალისტი ზურა (ფანდურა) ბარბაქაძე.
გაბრიელ ჯაბუშანურის ახლობელ-ნათესავთა და ადგილობრივი ლიტერატურული საზოგადოების გარდა, ღონისძიებას დაესწრებიან სტუმრები ინგუშეთის რესპუბლიკიდან, ასევე, თბილისში მცხოვრები ინგუშური დიასპორის წარმომადგენლები.
მის.: თბილისი, ავლაბარი, ინგუშური კულტურის ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები