ბრაზილიის პრეზიდენტი: თუ ვლადიმერ პუტინი ბრაზილიაში G-20-ის სამიტზე დასასწრებად ჩამოვა, არ დააპატიმრებენ

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, 19 სექტემბერს დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეა არის ადგილი, სადაც უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ.

„ჩვენ გვექნება გაერო-ს გენერალური ასამბლეა 19 სექტემბერს. ეს არის ადგილი ომის განსახილველად. ეს არის ადგილი, პუტინისა და ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასასმელად“, – აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

ასევე მისი განცხადებით ვლადიმერ პუტინს ბრაზილიაში არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში G-20-ის სამიტს დაესწრება.

„მიმაჩნია, რომ პუტინი ადვილად ჩამოვა ბრაზილიაში. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ თუ მე ვიქნები ბრაზილიის პრეზიდენტი და ის ბრაზილიაში ჩამოვა, მას არ დააპატიმრებენ“, – აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები