ბორელი: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას გამოვხატე შეშფოთება ყარაბაღში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით
ლაჩინის დერეფანი უნდა გაიხსნას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საკუთარ „ტვიტერზე” წერს.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას გამოვხატე შეშფოთება ყარაბაღში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ლაჩინის დერეფანი ახლა ხელახლა უნდა გაიხსნას. სხვა გზები, როგორიცაა აღდამი, შეიძლება, გაიხსნას როგორც სიტუაციის გადაწყვეტის ნაწილი, მაგრამ არა როგორც ალტერნატივა”,- აღნიშნავს დიპლომატი.