საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერმინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს – ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
პრემიერმინისტრებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შექმნილი ვითარება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით დარეგულირდეს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.