პრეზიდენტი: გვჭირდება დაფიქრება, ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობაა, თუ ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გურიაში მომხდარ სტიქიასა და კინოფირების საცავში გაჩენილ ხანძარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მაშინ, როცა გვჭირდება დაფიქრება, ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთვნება, თუ გულგრილობის შედეგია, „ერთმანეთის გაუტანლობას ვაგრძელებთ“.
„მძიმე დღე და ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენს საზოგადოებას. არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს, წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში/
ამ დროს კი, როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთვნება, თუ პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენი საქციელის, მოუმზადებლობის, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია… ვაგრძელებთ ძველებურად – ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.