“მიდის მონაცემების დამუშავება და მატერიალურ ზარალს რაც შეეხება, ბუნებრივია, სახელმწიფო როგორც იდგა, ისე იდგება ხალხის გვერდით” – მამუკა მდინარაძე

„მიდის მონაცემების დამუშავება და მატერიალურ ზარალს რაც შეეხება, ბუნებრივია, სახელმწიფო როგორც იდგა, ისე იდგება ხალხის გვერდით და დღეს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობებია, გაზრდილი ეკონომიკის პირობებში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა.

„მონაცემების დამუშავების შემდეგ, მათ სათითაოდ მიექცევათ ყურადღება. ხიდების აღდგენა იწყება, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მუშაობა მიდის იმისთვის, რომ ზიანი ანაზღაურდეს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია ორი ცხედარი, ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები