ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ბალტიის სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განხილვის მთავარ თემებს შეხვედრისას, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება წარმოადგენდა.
„ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა საქართველოს მეგობრები და გულმხურვალე მხარდამჭერები არიან. მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ როგორც პროგრესზე ასევე, გამოწვევებთან დაკავშირებით. შეხვედრისას მათ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მომავალშიც დაუჭერენ მხარს”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას და მის ზეგავლენაზე როგორც საქართველოზე, ასევე, მთლიანად ევროპასა და მის უსაფრთხოებაზე.