ხატია წილოსანი  საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის  ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ხატია წილოსანი  საქართველოში ბულგარეთის ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.  

 შეხვედრაზე მხარეებმა ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის დეტალებზე ისაუბრეს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.

 ელჩთან შეხვედრისას ხატია წილოსანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების უფრო მჭიდრო თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც.

 „შეხვედრაზე ელჩმა განაცხადა, რომ ბულგარეთის პარლამენტში არსებული ყველა პოლიტიკური ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და ბულგარეთი პარტნიორი ქვეყნები არიან და ისინი მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას.

 ჩემი მხრიდან  აღვნიშნე, რომ  ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის და მნიშვნელოვანია, რომ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს  ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით აქვს მიღებული, გამოყენებული იქნეს ამ მიმართულებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სასურველია საპარლამენტო დიპლომატიის გაუმჯობესება, უფრო მაღალ დონეზე გადატანა და საქართველოსა და ბულგარეთის ინიციატივების მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხის მიმართ. ელჩს ასევე  გავაცანი ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 12 პუნქტის შესრულების გზაზე განიცადა”, – განაცხადა ხატია წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები