ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მით უმეტეს და განსაკუთრებით მინდა, მძაფრად აღვნიშნო არსებული სიტუაცია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს
დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მით უმეტეს და განსაკუთრებით მინდა, მძაფრად აღვნიშნო არსებული სიტუაცია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბერში იქნება პოზიტიური რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მით უმეტეს და განსაკუთრებით მინდა, მძაფრად აღვნიშნო არსებული სიტუაცია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას წაახალისებს, ქართველ ხალხს დაუფასებს და ჩვენს მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას, მთლიანად ყველას იმ ერთგულებას, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი საქმით და ჩვენი ძალიან მტკიცე მოწოდებით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ ევროკავშირს. ეს არის ჩემი პასუხი. რა თქმა უნდა, მე სხვა პროგნოზებზე არ მინდა საუბარი. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ოქტომბერში იქნება პოზიტიური რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.