სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი – ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა.
ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტს ფარგლებში იმყოფება. ის უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს, ამ წუთებში კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავს აუდიენციას.