“საქართველო ნამდვილად მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს, მისი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს, ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 80% უჭერს მხარს.​

ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“საქართველო ნამდვილად მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არამხოლოდ რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში. უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში”,- თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები