“გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლოსკენ იქნება მიღებული, ნამდვილად შესაძლებელია წარმატების მიღწევა, მხოლოდ დადებითის მოლოდინი გვაქვს” – ჟოზეფ ბორელი
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, გაფართოების შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნები წლის ბოლოს მიიღებენ გადაწყვეტილებას, მანამდე კი ანგარიში გამოქვეყნდება.
ჯოზეფ ბორელის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს, რადგან, როგორც ბორელი ამბობს, არსებობს ძალისხმევა, რას რეკომენდაციების შესრულებას სჭირდება.
„ჯამურად, გვაქვს 12 პრიორიტეტი, 12-ვე მნიშვნელოვანია და იმ რეფორმებს ეხება, რომლებიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს არა ბრიუსელისთვის, არამედ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ცხოვრება, დემოკრატია. მე ეს ყველა დავასახელე. მიმაჩნია, რომ არის დრო და ძალისხმევაა გასაწევი. ევროკომისია უკვე გამოაქვეყნებს გაფართოების შესახებ დასკვნას, მასში იქნება ქვეყნების შესახებ ანგარიში. ყოველ ანგარიშში იქნება სტატუსი მიღწეული შედეგისა და პროგრესის შესახებ, ასევე, რეკომენდაციები იქნება შემდგომი ეტაპისთვის. ყველა წევრი სახელმწიფო ქვეყნებს მისცემს რეკომენდაციებს და წლის ბოლოს წევრი სახელმწიფოები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. გიდასტურებთ, რომ მიმაჩნია, ნამდვილად შესაძლებელია წარმატების მიღწევა ამ პერიოდში და მხოლოდ და მხოლოდ დადებითის მოლოდინი გვაქვს, რადგან სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ძალისხმევა, რას სჭირდება ამ რეკომენდაციებს, არსებობს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.