“ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს, საქართველოსთან გეგმები გვაქვს” – ჟოზეფ ბორელი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს.
ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.
„არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს. გამოცდაზე პროფესორმა მიმტყუნაო ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საგანი. ჩვენი შეფასება ობიექტურია. ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა ჩადეთ ამ ვალდებულებების შესრულებაში. ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1,3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საქართველოსთან გეგმები გვაქვს. ყველაფერი გვესმის, ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს მხედველობაში და ჩვენს თვალში, ამიტომ საქართველო არის ჩვენს ინტერესთან მიმართებაში. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი. ამიტომაა, რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი და ამისთვის არის დროც, გააკეთეთ. ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.