ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება” მმართველი პარტია

თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება” მმართველი პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების” მმართველობის დროს გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შარშან ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა.

„აქვე მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მეგობრებს, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, ხელშესახები რეფორმები. თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება” მმართველი პარტია. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და მე მჯერა და ჩვენ იმედი გვინდა, გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები