“ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე” – ჯოზეფ ბორელი

„რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს, ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს, ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს პოტენციალი წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ ძლიერი ადმინისტრაცია გაქვთ, ცოცხალი სამოქალაქო სექტორი გყავთ და გჭირდებათ წარმატებისთვის თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში“, – აღნიშნა ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები