“პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის რისკი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და გაზრდის პოლარიზაციას” – ბორელი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის რისკი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და გაზრდის პოლარიზაციას.
ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.
„ყველა ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს წარმატებული ამ პროცესში. თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და წარმატებისთვის გჭირდებათ თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში“, – განაცხადა ბორელმა.