ჯოზეფ ბორელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს.
მანამდე, ჯოზეფ ბორელი პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც საკანონმდებლო ორგანოში მყოფ ყველა პარტიული ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები