“ჟოზეფ ბორელის პოზიციაა, მიუღებელია ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა” – შალვა პაპუაშვილი

„ჟოზეფ ბორელის პოზიციაა, რომ მიუღებელია ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„როდესაც ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნა ხდება, თოთო ევროპარლამენტარის მხრიდან, ეს არის მათი კერძო მოსაზრება და არ წარმოადგენს ევროკავშირს. შეხვედრაზე ამაზეც იყო საუბარი. რა თქმა უნდა, ჟოზეფ ბორელის პოზიციაა, რომ მიუღებელია ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნა. ხელისუფლება არის ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული, მისი წარმომადგენელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები