“პრეზიდენტის გამოსვლა იყო აღიარებითი ჩვენება, რომ ის არღვევდა და მომავალშიც დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას” – გურამ მაჭარაშვილი

“პრეზიდენტის გამოსვლა იყო აღიარებითი ჩვენება, რომ ის არღვევდა და მომავალშიც დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რაც ვფიქრობ, არის კიდევ ერთი მტკიცებულება საკონსტიტუციო სასამართლოში, მის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„როგორ გავიგოთ, როცა ამბობს, რომ ის არის ნაწილობრივ ევროპელი – ევროპელობა ეთნიკური წარმომავლობა არ არის. ანუ, ალბათ ის გულისხმობდა საფრანგეთს, სადაც ცხოვრობდა. პრეზიდენტს თუ მიაჩნია, რომ საფრანგეთია ევროპაა და საქართველო არ არის ევროპა, სწორედ ამიტომაც ეთქვა მას უარი უცხოეთში ვიზიტებზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები