ჯოზეფ ბორელი პარლამენტში შეხვედრებს მართავს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი პარლამენტში შეხვედრებს მართავს. ჯოზეფ ბორელი საკანონმდებლო ორგანოში მყოფ ყველა პარტიული ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგენელს ხვდება.
შეხვედრაზე იმყოფებიან: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი, ხალხის ძალის წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი, ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტია “საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი, პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის” წარმომადგენელი სანდრო რაქვიაშვილი, „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ „ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე, „ლელოს” წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი, „მოქალაქეების“ წევრი ალექსანდრე ელისაშვილი.
ბორელი საქართველოში 7 სექტემბერს ჩამოვიდა.