რატი იონათამიშვილი: საქართველო სამართლიანი კრიტერიუმებით იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, პრეზიდენტმა ამაზე კიდევე არაფერი განაცხადა, როგორც ჩანს, ისევ ძველ პოზიციაზე რჩება

ყველაზე უხერხულია, როდესაც ის საუბრობს თავისი ამომრჩევლის სახელით მაშინ, როდესაც მილიონ ადამიანზე მეტმა დაუჭირა მას მხარი და დღეს ერთადერთ ადამიანსაც კი ვერ ვიპოვით, რომელიც მას მხარს უჭერს და ამ ქმედებებს უწონებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის გუშინდელ მიმართვას გამოეხმაურა.

„ასევე, მას არ ეყო  შესაძლებლობა, რომ ეღიარებინა, რომ საქართველო სამართლიანი კრიტერიუმებით იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამაზე კიდევ არაფერი განაცხადა, როგორც ჩანს, ისევ ძველ პოზიციაზე რჩება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 7 სექტემბერს მოქალაქეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები