ჯოზეფ ბორელი: გამარჯობა, საქართველო! – დატვირთული დღეები გველოდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოში მის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გამარჯობა, საქართველო! მოხარული ვარ ულამაზეს თბილისში ჩასვლით. დატვირთული დღეები გველოდება საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობასთან ვიზიტით“, – წერს ბორელი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები