დავით ხაჯიშვილი: ვფიქრობ, რომ მელიას საქმესთან დაკავშირებით ადვოკატებმა ვერ შეძლეს იმ მტკიცებულებების წარდგენა და დაცვა საკმარისად, რომ ის პოლიტპატიმრად გამოეცხადებინათ

ვფიქრობ, რომ მელიას საქმესთან დაკავშირებით ადვოკატებმა ვერ შეძლეს იმ მტკიცებულებების წარდგენა და დაცვა საკმარისად, რომ ის პოლიტპატიმრად გამოეცხადებინათ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

„თუმცა, მანამდე ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, და არამხოლოდ ევროპელებმა, ნიკა მელია აღიარეს პოლიტპატიმრად და მოითხოვეს მისი გათავისუფლება, რის შედეგადაც ის გაათავისუფლეს და აღიარეს პოლიტპატიმრად“, – განაცხადა ხაჯიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – სასამართლომ საქმეზე არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები